1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უცხოეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 1 313 შემთხვევა დაფიქსირდა

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, არარეზიდენტ/ბინადრობის არმქონე პირებზე 1 313 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Allnews.ge ავრცელებს, რომელმაც შესაბამისი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება გასულ წელს, უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე არარეზიდენტ/ბინადრობის არმქონე პირებზე სულ 934 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არარეზიდენტ/ბინადრობის არმქონე პირებს მართვის მოწმობაზე ქულები ყველაზე ხშირად, 16 424 შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის დარღვევის გამო აკლდებოდათ, რაც მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, ავტომანქანის მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას ითვალისწინებს ან ფიქსირდება მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშიროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

მეორე ყველაზე ხშირი დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე პრიმა მუხლით ფიქსირდება, რაც მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობას გულისხმობს. შს სამინისტრომ არარეზიდენტი/ბინადრობის არმქონე პირების მიერ ასეთი სულ 15 351 დარღვევა დააფიქსირა.

არარეზიდენტი/ბინადრობის არმქონე პირების მიერ მესამე ყველაზე ხშირი დარღვევა მიმდინარე წელს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე-7 პრიმა ნაწილი ითვალისწინებს. სულ მსგავსი 8200 დარღვევა დაფიქსირდა“, - ნათქვამია Allnews.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ სტატია

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება