ტელეკომპანია „იბერიასთან“ ხვალ გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება

ტელეკომპანია „იბერიასთან“ ხვალ გაიმართება გამაფრთხილებელი აქცია, სადაც „იბერიის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

„22 ოქტომბრიდან დასაქმებულების ნახევარი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ოფიციალურად გაათავისუფლეს სამსახურიდან. კომპანიას მათ მიმართ ასევე გააჩნია ფინანსური დავალიანება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი ორგანიზაციები გამოუცხადებენ სოლიდარობას „იბერიის“ დასაქმებულებს და ჩაერთვებიან საპროტექსტო აქციაში“, – აცხადებენ გაერთიანებულ პროფკავშირში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა