თეთრიწყაროში, სოფელ ჯორჯიაშვილში საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ღოუბანშიც, სადაც არალეგალური ნაგავსაყრელი განთავსებულია დასახლებულ პუნქტთან ახლოს. დასუფთავების სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის დასახლებებს, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალური ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემა.

სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბაზისი“ შესყიდვის ღირებულება ხელშეკრულებით 15 999 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა