თელავში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა  „მხიარული სტარტები - 2018“ გაიმართა

თელავში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა „მხიარული სტარტები - 2018“ დასრულდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თელავის მუნიციპალიტეტის 25 სკოლამდელი დაწესებულების 350-მდე აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა.

ფინალში ერთმანეთს 4 გუნდი დაუპირისპირდა. შეჯიბრება თანაბარი ძალების მქონე გუნდებს შორის მიმდინარეობდა, რამაც უფრო დინამიური და დაძაბული გარემო შექმნა. საბოლოოდ გამარჯვება თელავის მეხუთე ბაღს ხვდა წილად; მეორე ადგილი მეცხრე ბაგა-ბაღის გუნდმა მოიპოვა; მესამე ადგილზე თელავის მესამე ბაგა-ბაღი გავიდა; ხოლო შალაურის საბავშვო ბაღმა საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ფინალისტები მედლებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა მადლობა გადაუხადა თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსს, სპორტულ კლუბთა გაერთიანებას, ღონისძიებაში მონაწილე პირებს და პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს