„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი -  „იბერიას“ მუშაობის აღდგენა იგეგმება, ტელეკომპანიის დახურვა საბოლოო გეგმებში არ შედის

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობას განაახლებს, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

როგორც აღდგომელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თანამშრომლებთან დაკავშირებით არხის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ტელეკომპანია „იბერიას“ მუშაობის აღდგენა იგეგმება, თუმცა ზუსტ დროს ვერ გეტყვით. ტელეკომპანიის დახურვა საბოლოო გეგმებში არ შედის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხდება იმ ფინანსური სახსრების აღდგენა, რაც დაკარგა 3 თვით იძულებით გაჩერების შედეგად „ომეგა ჯგუფმა“. ნამდვილად პარალიზებული იყო კომპანია. ვნახოთ, როგორ იქნება, თუმცა ტელეკომპანიის საბოლოოდ დახურვის გეგმა არ განიხილება. ტელეკომპანიის შემთხვევაში თანამშრომლებთან დაკავშირებით მე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, რადგან ეს თავად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვისაც სურვილი ექნება და უკვე სხვაგან არ იქნება წასული, იმ პერიოდში, როცა მოხდება მაუწყებლობის განახლება, ყველასთვის კარი ღია იქნება“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

„შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ,,ოჯთ"-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, ,,ოჯთ"-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს