22-25 ოქტომბრის პერიოდში, სალომე ზურაბიშვილს თანხა რამდენიმე ათეულმა პირმა, მათ შორის ირაკლი კობახიძემ, ეკა ბესელიამ, თეიმურაზ ჭკუასელმა, გია ვოლსკიმ და ბექა ოდიშარიამ შესწირეს

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნოდ რამდენიმე მსხვილი შემოწირულება მიიღო.

შემომწირველებს შორის მოხვდნენ დეპუტატები: გია ვოლსკი, რომელმაც ზურაბიშვილს 4 000 ლარი შეწირა, ისკო დასენი - შემოწირულობის ოდენობა - 5 000 ლარი, თეიმურაზ ჭკუასელი - 4 000 ლარი, ირაკლი მეზურნიშვილი - 4 000 ლარი, ეკა ბესელია - 4 000 ლარი, ბექა ოდიშარია - 60 000 ლარი, გივი ჭიჭინაძე - 4 000, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - 10 000 ლარი. სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ შეწირა თანხა ასევე ერეკლე ტრიპოლსკიმაც - 4 000 ლარის ოდენობით.

22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 60 000-60 000 ლარი შეწირეს - კონსტანტინე კაპანაძემ, ილია შონიამ, ვაჟა უსანეთაშვილმა, თენგიზ გავაშელმა, გიორგი გაგუამ, ზურაბ ჩხაიძემ, მაია გუდავაძემ და ივანე ბაქრაძემ, ხოლო 55 000 – 55 000 ლარი - ნიაზ ფხაკაძემ და გიორგი მშვილდაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა