სალომე ზურაბიშვილმა 17-28 ოქტომბერს,  2 283 653 ლარის შემოწირულება მიიღო

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, 2018 წლის 17-28 ოქტომბერს, 2 283 653 ლარის შემოწირულება მიიღო.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზურაბიშვილმა 2 183 653 ლარის შემოწირულება ფიზიკური პირებისგან, ხოლო 100 000 ლარი იურიდიული პირებისგან მიიღო.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზურაბიშვილს აღნიშნულ პერიოდში 2 267 586 ლარის ხარჯი ჰქონდა.

კერძოდ, 17-28 ოქტომბრის პერიოდში ზურაბიშვილის რეკლამის ჯამური ხარჯი შეადგენდა 1 850 610 ლარს. აქედან სატელევიზიო რეკლამისთვის დახარჯა 1 168 175 ლარი, ბეჭდური რეკლამის ხარჯი - 42 949 ლარი, ინტერნეტ რეკლამის ხარჯი კი 25 606 ლარი იყო. ამავე პერიოდში გარე რეკლამისთვის დახარჯა 611 766 ლარი; სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის კი - 2 115 ლარი.

ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ზურაბიშვილმა შრომის ანაზღურებისთვის 19 625 ლარი გასცა, ხოლო მივლინებებში 16 786 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნისა და თარგმანის მომსახურებისთვის მას 7890 ლარი აქვს დახარჯული. საიჯარო ქირის ხარჯი 42 032 ლარი ჰქონდა, ხოლო პირებისთვის მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გადაცემისთვის (მცირე ღირებულებების აქსესუარები - მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და ა.შ.) 313 175 ლარი გაიღო.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის აღნიშნულ პერიოდში მოხვდნენ დეპუტატები - გია ვოლსკი, რომელმაც ზურაბიშვილს 4 000 ლარი შეწირა, ისკო დასენი - შემოწირულობის ოდენობა - 5000 ლარი, თეიმურაზ ჭკუასელი - 4000 ლარი, ირაკლი მეზურნიშვილი - 4000 ლარი, ეკა ბესელია - 4000 ლარი, ბექა ოდიშარია - 60 000 ლარი, გივი ჭიჭინაძე - 4 000, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - 10 000 ლარი, კობა კობალაძე - 30 ათასი ლარი. სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ შეწირა თანხა ასევე ერეკლე ტრიპოლსკიმაც - 4000 ლარის ოდენობით.

22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 60 000-60 000 ლარი შეწირეს - კონსტანტინე კაპანაძემ, ილია შონიამ, ვაჟა უსანეთაშვილმა, თენგიზ გავაშელმა, გიორგი გაგუამ, ზურაბ ჩხაიძემ, მაია გუდავაძემ და ივანე ბაქრაძემ, ხოლო 55 000 – 55 000 ლარი ნიაზ ფხაკაძემ და გიორგი მშვილდაძემ. შემოწირულებები 150-დან 60 ათას ლარამდე მერყეობს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი