თსუ-ში მონაცემთა ბაზის ყოველწლიური ფესტივალი DataFest Tbilisi გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ მონაცემთა ბაზის ყოველწლიური ფესტივალი DataFest Tbilisi გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, DataFest Tbilisi ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორიცაა: Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და სხვა. ამასთან, DataFest Tbilisi -ზე სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე იქნება წარმოდგენილი: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.

„ღონისძიება, რომელიც 7 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე გაგრძელდება უნიკალურია, რადგან იგი იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას: მონაწილეები ინდუსტრიის ლიდერებისგან მოისმენენ ინსპირაციულ გამოსვლებს; ამავე ექსპერტებისგან თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს; ფესტივალის ფარგლებში გამართულ datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში განახორციელებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს. ფესტივალი მოიცავს 6 თემას: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება, მონაცემთა ჟურნალისტიკა, ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები, მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება, მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში“, - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

DataFest-ის პირველ დღეს თსუ უმასპინძლებს, მეორე და მესამე დღეებში კი ფესტივალი ვეტერანთა პარკში მდებარე ნაძალადევის მედიათეკაში გაგრძელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს