7-9 ნოემბერს, საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „სურსათის უვნებლობის რისკის შეფასება“ გაიმართება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური მხარდაჭერით, 7-9 ნოემბერს, სასტუმროში „ბომონდ გარდენი“, საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „სურსათის უვნებლობის რისკის შეფასება“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრა რისკის შეფასებისა და რისკის მართვის სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი, რომელიც რისკის ანალიზის ევროპული მიდგომებისა და საბაზისო მეთოდოლოგიების გაცნობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მოხსენებებს EFSA-ს მიერ მოწვეული ევროპელი მეცნიერები წარმოადგენენ.

„სამდღიან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: EFSA-ს როლი ევროკავშირის რისკის შეფასებაში, რისკის შემფასებლებსა და რისკის მმართველებს შორის ფუნქციების გადანაწილება, რისკის შეფესების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების როლი, რისკის შეფასების მეთოდოლოგია და ახალ მიდგომები, კრიზისების დროს რისკის შეფასება, მავნე ორგანიზმების რისკის შეფასების ზოგადი მიმოხილვა, სურსათის უვნებლობის რისკის შეფასებისთვის ექსპოზიციის საბაზისო მეთოდოლოგია, სურსათში საფრთხეების გამოვლენა და მათზე მონაცემთა შეგროვება, ეროვნული დონეზე ფაქტიურ კვების საკითხები, მონაცემთა ჰარმონიზებული კოდიფიცირებული სისტემა Foodex2-ი.

სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ჰიგიენის ინსტიტუტის, შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის, საქსტატის წარმომადგენლები და ასევე უცხოელი სპეციალისტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის/შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS შეთანხმებით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ევალება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა