დიმიტრი ცქიტიშვილი - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე არ შეჩერებულა - საფრთხე არის განგრძობითი, რაც საერთაშორისო საზოგადოებას კარგად უნდა დავანახოთ

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხე არ შეჩერებულა - საფრთხე არის განგრძობითი, რაც საერთაშორისო საზოგადოებას კარგად უნდა დავანახოთ, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლებას.

დეპუტატის შეფასებით, თითოეული მოსახლე როგორც კონფლიქტის ზონაში, ასევე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე არის ოკუპაციისგან მომავალი საფრთხის წინაშე.

"ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას და მონიტორინგის ჯგუფებს, რათა ყველას დავანახოთ, რომ ეს პროცესი შეჩერებული არ არის, განგრძობითია და თითოეული მოსახლე არის საფრთხის წინაშე. საქართველოს უსაფრთხოება ამ თვალსაზრისით არის საკმაოდ მყიფე", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025