დღეს ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ დღეს ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, აღნიშნული კონფერენცია „ევროპის ადვოკატთა ასოციაციასთან“ ერთად, ასევე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება.

ორდღიანი ღონისძიების მიზანია ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების დაკავშირება და სამუშაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის წარმომადგენლები.

კონფერენციას დაესწრებიან ადვოკატები 11 ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის, 7 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს