13-15 ნოემბერს საქართველოში იურიდიული დახმარების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

13-15 ნოემბერს საქართველო იურიდიული დახმარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრება 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის პარლამენტების, მთავრობების, მართლმსაჯულების სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პარლამენტი და იურიდიული დახმარების სამსახური, საერთაშორისო სამართლებრივ ფონდთან (ILF), ღია საზოგადოება სამართლებრივ ინიციატივასთან (OSJI), გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან (UNODC) ერთად.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი (EU), ევროსაბჭო (CoE), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ–ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG).

კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი; გაერო-ს ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი; აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი; ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ქრისტიან ურსე; ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი; საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის (ILF) აღმასრულებელი დირექტორი ჯენიფერ სმითი და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.

კონფერენცია მიეძღვნება გლობალურ გამოწვევებს მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის სფეროში, კერძოდ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში.

როგორც საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში აღნიშნავენ, ამ მასშტაბის საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოში მესამედ ჩატარდება. პირველი კონფერენცია გაიმართა 2014 წელს იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა), ხოლო მეორე - 2016 წელს ბუენოს აირესში (არგენტინა).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა