საქართველოს სანაპირო დაცვის ახალმა ხომალდებმა „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ ნატოს ხომალდების ერთობლივ საზღვაო წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სწავლებებში მონაწილეობდა აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გადმოცემული ხომალდები - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 5 ხომალდი - "FGS RHEIN" (გერმანია), "TCG ERDEMLI" (თურქეთის რესპუბლიკა), "BRG STIBAR" (ბულგარეთი), "ROS DIMITRIE NICOLESCUE" (რუმინეთი) და "SPS TURIA" (ესპანეთი).

„„დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ მსგავს სწავლებებში პირველად მიიღეს მონაწილეობა.

საზღვაო წვრთნები მოიცავდა ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს, ძებნა-გადარჩენის სწავლებებსა და ყოფილი ნაღმსაშიში საზღვაო რაიონების შემოწმებას.

ერთობლივი სწავლებები ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. წვრთნები მიზნად ისახავდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს სანაპირო დაცვის ახალმა ხომალდებმა "დიოსკურიამ" და "ოჩამჩირემ" ნატო-ს ხომალდების ერთობლივ წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა