ნატო-ს 11-მა წევრმა სამხედრო ხარჯების ბიუჯეტი მშპ-ს 2%-მდე გაზარდა

ნატო-ს 11-მა წევრმა სამხედრო ხარჯების ბიუჯეტი მშპ-ს 2%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„სიტუაცია ერთგვაროვანი არ არის, თუმცა გაცილებით უკეთესია, ვიდრე სამი წლის წინ იყო, როდესაც მშპ-ს 2%-ის კრიტერიუმი ნატო-ს მხოლოს სამ წევრ ქვეყანას ჰქონდა შესრულებული“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისგან ძალიან რთულია პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება თავდაცვითი ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო-ს ევროპული წევრების თავდაცვითი ხარჯები საშუალოდ მშპ-ს 1,5%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნატო-ს სამიტზე მიღებული იყო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პერსპექტივაში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვით ხარჯებს მშპ-ს 2%-მდე გაზრდიან. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ მოუწოდებდა მოკავშირეებს მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ. აშშ-ს პრეზიდენტი ასევე იმუქრებოდა, რომ სხვა შემთხვევაში აშშ შეამცირებდა ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამებში მონაწილეობას.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს