გიორგი უშიკიშვილი და დავით იმედაშვილი თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პარტიაში გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი და რეჟისორი დავით იმედაშვილი პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანთან ერთად პოლიტიკურ პარტიაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

"არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას. ეს ინფორმაცია უბრალოდ მოგონილია. ჩემი საქმე მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს", - აცხადებს უშიკიშვილი.

"ეს ნიუსი სიმართლეს არ შეესაბამება. სიზმარში გვნახეს ეტყობა, თორემ თაკო ჩარკვიანს ჩვენი სახელები და პოლიტიკა ერთად საერთოდ არ უხსენებია. „ფეიკია“ მეგობრებო", - აღნიშნავს იმედაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ გაკეთებული განცხადებით, „არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -„კანონი და სამართალი“. თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე ადამიანის ვინაობა, რომელიც აღნიშნულ პარტიაში მოიაზრებიან. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ახალი პარტიის - "კანონი და სამართალი" წევრები ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი და რეჟისორი დავით იმედაშვილი იქნებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში