მამუკა მდინარაძე - „რუსთავი 2“-მა კანონის დარღვევით ეთერში უკვე განათავსა „ნაცმოძრაობის“ სარეკლამო რგოლები, მოვუწოდებთ მას, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

„როგორც ყველა ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად. გარდა ეთიკისა, ისინი არ ერიდებიან არც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ის რუსული ტოტალური პროპაგანდის სტილში წარიმართა. მან პროპაგანდა არც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც არჩევნების დღე დადგა. საუბარია არჩევნების ღამეზე, 00:00 საათის შემდეგ. ეს საარჩევნო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა. სურათი არც პირველი ტურის შემდეგ შეცვლილა. გრძელდება რუსული სტილის ტოტალური პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არაა, „რუსთავი 2“-მა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით უკვე რამდენიმე დღეა განათავსა „ნაცმოძრაობის“ ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში. მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას, „რუსთავი2“-ს ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონი. ჩვენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივმართავთ და მოვუწოდებთ მათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებისკენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს