დავით კირთაძემ ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა დავით კირთაძემ, ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც კირთაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საარჩევნო კომისია ვერ და არ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნებას და უხეშად არღვევს მათ უფლებას. კირთაძის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბად გადაიქცა.

„ჩემი მოთხოვნა იყო, რომ არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს არასამუშაო დღეს, რაც საშუალებას მისცემს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ისე ემიგრანტებს, არჩევნებში მონაწილეობის. სამწუხაროდ, კომისიამ, ეს არ გაითვალისწინა. მათ წინასწარ აქვთ აღნიშნულზე გადაწყვეტილება მიღებული და სამწუხაროა, რომ ცესკო დაემსგავსა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს. ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა სხდომა, რადგან იქ ყოფნის აზრს ვერ ვხედავ“, - განაცხადა დავით კირთაძემ.

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს