პროფკავშირების გაერთიანება უმუშევრობის შემწეობის დაწესებას ითხოვს

პროფკავშირების გაერთიანება უმუშევრობის შემწეობის დაწესებას ითხოვს. პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, დღეს არსებული სისტემით, ყველა უმუშევრის გადამზადებას 138 წელი დასჭირდება.

პროფკავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი არის განსაკუთრებით მაღალი და 25%-ს შეადგენს.

„უმუშევრობის დონე არის ასევე ძალიან მაღალი 14%-მდე, ხოლო რეალური უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია, რომელიც არ აისახება სტატისტიკაში. ჩვენი კვლევის მიზანი იყო წარმოგვედგინა ის გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს სიღარიბის შემცირება და უმუშევართა მინიმალური სახსრებით უზრუნველყოფა. კვლევის შედეგად, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც უნდა დაენიშნოთ იმ ადამიანებს, ვინც მუშაობდა ბოლო 12 თვის განმავლობაში და დაკარგა სამსახური. ასეთ ადამიანების უმუშევრობის შემწეობა უნდა გადაუხადონ 6 თვის განმავლობაში უმუშევრად დარჩენის შემდეგ და ის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 200 ლარს, რაც არის ოჯახის საარსებო მინიმუმის მიახლოებული თანხა. ასევე ეს არის ოთხსულიანი ოჯახისთვის საარსებო შემწეობაზე ოდნავ მეტი თანხა, რაც მოტივაციას მისცემს ადამიანებს, რომ მათ დაიწყონ მუშაობა. ბიუჯეტს რაც შეეხება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარია საჭირო იმისათვის, რომ 40 000 ადამიანს, რომელიც საშუალოდ წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, მიიღოს 200-ლარიანი შემწეობა 6 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ყველა უმუშევარისთვის, რომლებიც დღესაც არიან უმუშევრები, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მინიმუმ მომზადება -გადამზადების პროგრამა, რაც საშუალებას მისცემთ მათ მომავალში აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდეთ. დღეს არსებული მომზადება-გადამზადების კურსი წელიწადში ამზადებს დაახლოებით, 2000 ადამიანს, ხოლო 2000 ადამიანის მომზადება ნიშნავს, რომ ყველა უმუშევრის გადამზადებას დასჭირდება 138 წელიწადი. შესაბამისად, ეს არის არაეფექტური ამ პროგრამის ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე",-განაცხადა ჭანტურიძემ.

როგორც პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროფკავშირების ინიციატივით ქვეყანა შვებას იგრძნობს.

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას რამდენჯერმე ჰქონდა ინიციატივა, უმუშევრობის შემწეობის დაწესებასთან დაკავშირებით, მათ შორის, გვქონდა პროექტიც. დღეს უკვე საზოგადოებას წარვუდგენთ სრულფასოვან კვლევას, რაც გამოიწვევს უმუშევრობის შემწეობის დაწესებას საქართველოში. ფაქტია, რომ იმ ეკონომიკური რეფორმებით, იმ სიტუაციით რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ბევრი ადამიანი ვერ საქმდება ან თავისუფლდება სამსახურიდან და ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. ამ კვლევის შედეგად, ჩვენ ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციებს სახელმწიფოს და შესაბამისი საკამომდებლო ინიციატივის ავტორები ვხდებით, რომელიც შვებას მოუტანს მოქალაქეებს. საუბარია როგორც უმუშევრობის შემწეობაზე, ასევე პროფესიულ გადამზადებაზე. ვფიქრობ, ეს არის გამოსავალი იმ ჩიხური სიტუაციიდან, იმ გამოწვევებიდან, რაც საქართველოს ნომერ პირველი პრობლემაა - ეს არის დასაქმება და უმუშევრობა. ჩვენი რეკომენდაციები მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ყველაფერი გვაქვს დათვლილი, მაგალითად, 27 მილიონით შეგვიძლია 27 ათასი ადამიანი გადავამზადოთ, სამუშაო ადგილებისთვის პოტენციალი გავუჩინოთ, რომ შრომით ბაზარზე იპოვონ თავისი ადგილი. იმ დროს, როდესაც უამრავი თანხა იხარჯება პროფესიულ გადამზადებაზე და ეს აბსოლუტურად არაეფექტურია ქვეყნისთვის",- განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, კვლევის - "უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა" პრეზენტაცია იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა