კობა გვენეტაძემ ყაზახეთის ფინანსისტთა საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, 14-15 ნოემბერს, ალმათიში, ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ ფინანსისტთა მე-8 საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრას, რომელიც ყაზახეთის ეროვნული ვალუტის, ტენგეს 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველები, ეკონომისტები და ფინანსისტები ესწრებოდნენ.

ფორუმზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

თავის გამოსვლაში კობა გვენეტაძემ ყურადღება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილ წარმატებულ რეფორმებზე გაამახვილა, ვრცლად ისაუბრა ზედამხედველობის ფარგლებში ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებული სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვაზე და მონაწილეებს მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, ასევე, ხაზი გაუსვა ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობის მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ყაზახეთის რამდენიმე წამყვან გამოცემას. ინტერვიუში კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე და ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხების მნიშვნელობაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?