ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო. პირველ დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უკმაყოფილება მასსა და პროკურორებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია. სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„როგორც მოიაზრება სახელმწიფოს მხრიდან თუ კანონმდებლობის მხრიდან, პროკურორები არიან ჩემი უფლება წარმომადგენლები, ხომ ასეა? ადამიანი გამოდის და ზედაც არ მიყურებს, გზას აგრძელებს, მივდივარ, ვეკითხები რაღაცას და ვერაფერს ვგებულობ, მემალებიან. სააპელაციოში რომ გასაჩივრდა და ახალი პროკურორები დაინიშნენ, ახლა სულ სხვაა. ალბათ, კიდევ შეცვლიან და ასე თამაშობენ, დახტიან აქეთ-იქით თავიანთ ჭკუაზე. ალბათ, ყველას თავის ჭკუაზე ვერ ატარებენ და ამიტომ იცვლებიან. რა აზრი აქვს პროცესს რომ დავესწრო? ჩემი უფლებაწარმომადგენელი ზედაც არ მიყურებს. იქ დავესწრო?" - განაცხადა სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ.

მან პროცესის დაწყებამდე სასამართლო პროცესებს „თამაში“ უწოდა.

„ეს ყველაფერი არის სისულელე, რომელიც ხდება პროკურატურის მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ინსტანციაშიც ისე დასრულდა საქმე, როგორც უნდა დასრულებულიყო. სამწუხაროდ, პროკურატურას მკვლელები არ გამოუვლენია და ვერც მეორე ინსტანციის სასამართლო ვერ გამოავლენს ახალ ფიგურანტებს. ჩემთვის ეს თამაშია", - დასძინა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ყველა პროკურორი არის ერთი და იგივე ნაგავი" - ზაზა სარალიძემ სასამართლოში პროტესტის ნიშნად დატოვა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში