„გახდი ბესტსელერის ავტორის“ წიგნების გამოცემიდან ერთი წლის თავზე, „ბიბლუსი გალერეაში“ შემაჯამებელი საღამო გაიმართება

„გახდი ბესტსელერის ავტორის“ წიგნების გამოცემიდან 1 წელი გავიდა - შემაჯამებელი საღამო „ბიბლუსი გალერეაში“ ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსიდან“ აცნობს.

მათივე ცნობით, 1 წელი გავიდა კონკურსის – „გახდი ბესტსელერის ავტორის“, გამარჯვებულთა წიგნების გამოცემიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით კონკურსის ორგანიზატორი, „გამომცემლობა პალიტრა L“ მკითხველს გამარჯვებულ მწერლებთან შესახვედრად ეპატიჟება.

„ბიბლუსი გალერეაში" მკითხველს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017-სა და 2018 წლის გამარჯვებულები შეხვდებიან.

„კონკურსის ერთ წელს გასული წლის ბესტსელერების ავტორები, ელის დოჯსონი და შორენა ხუხუა შეაჯამებენ. წლევანდელი გამარჯვებულები კი თავიანთ წიგნებს დააანონსებენ, რომელთაგან ნაწილი დეკემბრის ბოლოს, მეორე ნაწილი კი 2019 წლის დასაწყისში გამოიცემა. 2018 წლის გამარჯვებულები ნაწარმოებები გახლავთ: იაგო თვალაბეიშვილი - "ტრანსმუტაცია"

გვანცა გუბელაძე - "შულამელი გოგოები"

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა"

ნათია ჯაგოდნიშვილი - "ცდუნება"

ვახტანგ ვახტანგაძე - "ალაჰი ჩემი მეგობარია"

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ღვინო და წიგნებზე 20%–იანი ფასდაკლება დახვდებათ: თათული ღვინიანიძის - „აღიარება ხელისგულზე“, ია კარგარეთელის - „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, ელის დოჯსონის - „რაფლეზია“ და შორენა ხუხუას - „შემოვალ ეტლით“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე განცხადებით, კონკურსი 2018 წლის მარტში დაიწყო. ჟიურის წევრები იყვნენ ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, რამაზ ჭილაია, ივანე ამირხანაშვილი და მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, დიანა ანფიმიადი. გამარჯვებულ ავტორებს კი მენტორობა ქართველმა მწერლებმა: გიორგი კეკელიძემ, თამრი ფხაკაძემ, დიანა ანფიმიადმა, თეა ინასარიძემ და სალომე ბენიძემ გაუწიეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში