აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - დაველოდებით ცესკო-ს, ასევე სხვა ორგანიზაციების შეფასებებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით, ის დაელოდება ცესკო-სა და სხვა ორგანიზაციების შეფასებებს და არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებს.

როგორც აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოხარულია, რომ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა.

„ეს არის ფუნდამენტური, ნებისმიერი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი და შესაბამისად, ჩვენც მხარს ვუჭერთ არჩევნებს. მე მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდი პროცესს თუ როგორ გამოხატავდნენ თავიანთ ნებას ქართველი ამომრჩევლები. დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე სხვა ორგანიზაციების შეფასებების შედეგებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას”,- აღნიშნა როს უილსონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს