ევროპარლამენტარი -  ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებაში

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებაში.

„მე ვარ ღრმად შეშფოთებული საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებაში და ვიზიარებ საერთაშორისო სადამკვირვებლო და NDI-ს წარმომადგენელთა შეფასებას, მათ შორის იმ ნაწილში, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის ხშირ შემთხვევაში ბოროტად გამოყენებას, ხმების ყიდვის მცდელობას და ხმების დათვლის მანიპულირებას. ბოლო წლების განმავლობაში მე პირადად ვახორციელებდი საქართველოში ჩატარებული არჩევნების მონიტორინგს, მათ შორის ამ არჩევნების პირველი ტურის მონიტორინგს და გარკვეული დარღვევები თვალშისაცემი იყო. თუმცა, ამჯერად ამგვარი დარღვევები გაფართოვდა და ზოგადი სიტუაცია გაუარესდა, რამაც ყველა მხარესთვის კონკურენციის სამართლიანი პირობების არსებობას შესაძლოა ხელი შეუშალა და პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზები წაშალა“, - ნათქვამია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

ანა ფოტიგა თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოსთვის და საქართველოს ტრანსატლანტიკური კურსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამჭვირვალეობისა და გამოძიების უზრუნველყოფა“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს