ნინო ბურჯანაძე – აუცილებელია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მხოლოდ საარჩევნო სისტემის და მთლიანად საარჩევნო გარემოს შეცვლის შემდეგ

„დარწმუნებული ვარ, ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, რათა შევქმნათ ჯანსაღი საარჩევნო სისტემა. ამ საკითხში ერთ პოზიციაზე ყოფნა არ ნიშნავს სხვა, ყველა პოლიტიკურ საკითხებში თანხვედრას,“ -ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებულმა ინტერპარტიულმა ჯგუფმა დღეს ერთობლივად მიმართა საერთაშორისო ორგანიზაცია „აი-ფი-ეს“, რომელიც კონსულტაციებს სწორედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მართავს.

„საზოგადოებას შევახსენებ, რასაც ახლა ჩვენ, ოპოზიციური პარტიები მოვითხოვთ, იგივე მოთხოვნას აყენებდა „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოდიოდა, სწორედ იმ დაპირებით, რომ მოსვლისთანავე შეცვლიდა საარჩევნო გარემოს, ოღონდ რა თქმა უნდა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ქართულ ოცნებას“ ეს დაპირება დაავიწყდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ იგივე მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაახმოვანა და ხელისუფლებას შეახსენა თავისი მთავარი დანაპირების შესახებ. მივმართე ყველა ოპოზიციურ პარტიას და 21 ოქტომბერს ინტერპარტიული ჯგუფის სახელით გაკეთდა განცხადება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის და მაჟორიტარული სისტემის შეცვლის აუცილებლობის თაობაზე. ასევე, დავაყენეთ სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთსულოვანი, თუ ეს ცვლილებები არ მოხდა, საქართველოში არჩევნები არასდროს არ ჩატარდება. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ისეთ ფარსს, როგორიც მივიღეთ ახლა, ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყიდის და ყოველთვის გადაიხდის იმდენს, რომ მხოლოდ მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის, ხალხისთვის დამაზიანებელი შედეგი მიიღოს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის დიდი ხანია ამ მოთხოვნასაც აყენებს, „რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს იმ ძალას, რომელსაც მხოლოდ მოსყიდვებით, მუქარით და შანტაჟით შეუძლია ხელისუფლების შენარჩუნება“.

ნინო ბურჯანაძე ხაზს უსვამს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც შექმნილია ქვეყანაში და მიაჩნია, რომ ამ კრიზისის განსამუხტად, აუცილებელი სწორედ ვადამდელი არჩევნებია.

„საჭიროა, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ მხოლოდ საარჩევნო სისტემის და მთლიანად საარჩევნო გარემოს შეცვლის შემდეგ. ვფიქრობ, ამ პროცესს 8 თვე ან წელიწადი დასჭირდება, მაგრამ რაც უფრო ჩქარა დაიძვრება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის,“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ