ნინო ბურჯანაძე - არ ვაპირებ ივანიშვილის თამაშში ჩაყოლას

არ ვაპირებ ივანიშვილის თამაშში ჩაყოლას, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლების იმ ბრალდებას პასუხობს, რომ ოპოზიციური პარტიები ,,ნაციონალური მოძრაობის" თამაშის წესებით მოქმედებენ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრება დაბრალებების ტრადიციას ვერ გასცდა. ხან ერთი მხარის მხარდაჭერას გაბრალებენ, ხან მეორე მხარის სატელიტობას, თუმცა საბედნიეროდ სატელიტობა ჯერ ჩემთვის არ დაუბრალებიათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ გაცდა ამ ტიპის დაბრალების დონეს. თუმცა მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ და ყოველთვის ვიქცევი ისე, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში სწორად მიმაჩნია. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რასაც „ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობას" უყენებს, რომ თურმე ეს სისტემა არ მუშაობს: კი ბატონო, გეთანხმებით, რომ სისტემა არ მუშაობს, მაგრამ 6 წელია ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ არის, „ოცნება" რას აკეთებდა ეს 6 წელი?! ამ პერიოდში ნამდვილად შეიძლებოდა ქვეყანაში არსებული ვითარების რადიკალური ცვლილება. იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ არ იყოს ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური პოლარიზება, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს რუსთაველის გამზირზე მიტინგები და ,,გადადექი გადადექის" შეძახილები, აუცილებელია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ქვეყანა სტაბილური განვითარების გზას დაადგეს.

„რას გვთავაზობს ,,ქართული ოცნება"? ,,ნაციონალური მოძრაობის" შიშით თუ იმის მორიდებით, ვინმემ რამე არ დაგვაბრალოს, უარი ვთქვათ იმ სამართლიან მოთხოვნაზე, რასაც 2016 წლიდან მოყოლებული მე და ჩემი პარტია მოვითხოვთ და დღეს უკვე ,,ნაციონალური მოძრაობაც" მოითხოვს? ,,ნაციონალური მოძრაობის" შიშით ახლა გადავთქვათ ჩვენი პოზიცია და უარი ვთქვათ? არამც და არამც. ეს უნდოდა, სწორედ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ შექმნა ორპოლუსიანი სისტემა, რომ მუდმივად აი ეს არჩევანი ყოფილიყო. მაგრამ არ ვაპირებ არავის თამაშის წესებით მოქმედებას და არც ბიძინა ივანიშვილის თამაში ჩაყოლას ვაპირებ. ძალიან კარგად მახსოვს როგორ გამიყალბეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. მე არ მესმის როგორ ვერ ხვდება ხელისუფლება ერთ ჭეშმარიტებას -როდესაც ადამიანებს არჩევანს არ უტოვებ, მაშინ რა გზას უტოვებ საზოგადოებას?! მე ნამდვილად არ მინდა ამ გზით წავიდეს ქვეყანა. აუცილებელია ყველა პოლიტიკური პარტიის მოთხოვნა ხელისუფლებამ მიიღოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ