საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი - რადიკალური ელემენტები ცდილობენ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა ხელისუფლების დამხობის ინსტრუმენტად აქციონ

რადიკალური ელემენტები ცდილობენ „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობა საფრანგეთში ხელისუფლების დამხობის ინსტრუმენტად აქციონ, - ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენჟამენ გრივომ განაცხადა.

„აშკარაა, რომ ამას ორგანიზებული ხასიათი აქვს. პოლიტიზირებული და რადიკალური ელემენტები ცდილობენ ეს მოძრაობა ინსტრუმენტად აქციონ, მათ ხელისუფლების დამხობა სურთ“, - განაცხადა ბენჟამენ გრივომ გაზეთ Parisien-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, სპეცსამსახურებისთვის ცნობილია, რომ საპროტესტო აქციებზე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ცეცხლსასროლი იარაღი და დემონსტრანტებს ურჩია თავი შეიკავონ პარიზში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.

„ვიცით, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. ნამდვილი „ყვითელი ჟილეტები“ არ შეიძლება ფარად იქნას გამოყენებული. ყველას პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ. ჩემი რჩევაა - არ მოვიდნენ პარიზში, საპროტესტო აქციაზე“, - აღნიშნა საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან მედიასაშუალებებს ასევე მოუწოდა, ხვალინდელი საპროტესტო აქციები ისე გააშუქონ, რომ სამართალდამცველების განლაგების შესახებ ინფორმაცია არ გაამჟღავნონ.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო გადატრიალების საშიშროებაზე საუბრობს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს