დავით ზალკალიანი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს, ინგიბიორგ გისლადოტირს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მიმოიხილეს. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროცესი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს არჩევნების მონიტორინგისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნების პროცესში გამოთქმული რეკომენდაციები. როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ელოდება ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეუთო-ს ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს