გია ვოლსკი კითხვაზე „რატომ არ ჩანს ივანიშვილი“ - სააკაშვილი ხშირად ჩანს ტელევიზიით, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც სასარგებლო

ყველა მოქმედება, რომელიც ოპოზიციას აქამდე ახასიათებდა და ალბათ, მომავალშიც სხვას არ უნდა ველოდოთ, მიმართულია დესტაბილიზაციისა და დესტრუქციისკენ, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 16 დეკემბერს, შესაძლოა ოპოზიციამ პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში აქცია გამართოს.

„მე არ ვფიქრობ, რომ მათი ქცევა შეესაბამება თანამედროვე, საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებს და იმ ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

„ერთადერთი მიზანი ოპოზიციის ის არის, რომ ხმაური გამოიწვიოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ საკმაოდ ვრცელი და ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, მათ შორის საზოგადოებაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება, იმას, თუ რატომ არ ჩანს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, ვოლსკიმ აღნიშნულ კითხვას ასე უპასუხა: „გამოჩენა-არგამოჩენასთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, რომ ხშირად ჩანს ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც სასარგებლო საქართველოსთვის“.

იხილეთ ვიდეო: რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი - მმართველი გუნდის პასუხი

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა