გია ვოლსკი „ქალთა მოძრაობის“ მიმართვაზე - დიმიტრი გაბუნიას პოზიციები ინტერპრეტირებულია, თუმცა იქნება თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ესეც ჯერ კიდევ გაურკვეველია

არსებობს საკითხები, რომელიც სასამართლოს მიერ არის შესაფასებელი, მაგალითად, იყო თუ არა დამნაშავე ადამიანი, ვისაც დიმიტრი გაბუნია იცავდა, ხოლო მისი პოზიციები ამ საკითხზე ინტერპრეტირებულია, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა „ქალთა მოძრაობის“ მიმართვას არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნის გადაწყვეტილებას გადახედოს.

„როცა ადვოკატი მისი დაცვის ქვეს მყოფი ადამიანის პოზიციას იცავს, ეს არ ნიშნავს, რომ მის ქცევაშიც გარკვეული პოზიცია უნდა განვჭვრიტოთ შორეულ მომავალში. მით უმეტეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ კონკრეტულ ადამიანზე, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ დადგება. მეორე საკითხია, რომ თემა გადაწყვეტილი არ არის და ამის სკანდალიზაცია უადგილოა. მე ვფიქრობ, მკაფიო და მკაცრი განცხადებებისგან ჯერჯერობით ყველამ თავი უნდა შეიკავოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ გაბუნიამ თქვა: „რას აკეთებდა ზვიად დევდარიანი ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს, ზოგადად მიმოწერაზე ვამბობ“, - ვოლსკიმ უპასუხა, რომ ადვოკატის გამონათქვამი გარკვეულ ინტერპრეტაციას დაექვემდებარა.

„მე არ ვარ გაბუნიას ადვოკატი, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეულ ინტერპრეტაციას დაექვემდებარა მისი გამონათქვამი. ისე წარმოაჩინეთ სიტუაცია, თითქოს იმან აღიარა თავისი დანაშაული და ადვოკატი ამ დანაშაულზე საუბრობს, რომ ეს დანაშაული არაფერს წარმოადგენს და არც ერთი ნიშნით არ შეიძლება იყოს ის გამტყუნებული. ასე წარმოადგენენ თავის პოზიციას. ამ დროს გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა ასეთი მიმოწერა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ნიშნები არის სახეზე. მე კიდევ ვიმეორებ, ინტერპრეტაციაა ამ საკითხისა არ ეხება არც გია ვოლსკის და არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსის სასაუბრო თემებს. არსებობს საკითხები, რომელიც სასამართლოს მიერ არის შესაფასებელი, მაგალითად იყო თუ არა დამნაშავე ადამიანი, ვისაც გაბუნია იცავდა. ვფიქრობ, მისი პოზიციები ამ საკითხზე ინტერპრეტირებულია, თუმცა იქნება იგი თუ არა საპარლამენტო მდივანი ესეც ჯერ კიდევ გაურკვეველი საკითხია“, - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, „ქალთა მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

„ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

„რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ - რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო