ავსტრიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

ავსტრიის რესპუბლიკაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან ანობეს, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცელარიაში სააგენტოს წარმომადგენლები რელიგიის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურის, „კულტის სამსახურის" უფროსს, ოლივერ ჰენჰაპელს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში არსებულ რელიგიურ პოლიტიკაზე და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებზე ვრცლად ისაუბრა.

ჰენჰაპელმა სტუმრებს ინფორმაცია „კულტის სამსახურის" ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა.

მისი თქმით, უწყება, რომელიც 1849 წლიდან ფუნქციონირებს, დიდ როლს ასრულებს ავსტრიის რელიგიური პოლიტიკის განსაზღვრაში. მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ახდენს რელიგიის სფეროში საკანონმდებლო აქტების ინიცირებას. ჰენჰაპელმა ქართულ მხარეს გააცნო ინფორმაცია საკულტო ნაგებობების მშენებლობის, რელიგიურ ორგანიზაციათა დაფინანსების, რელიგიური განათლების, რელიგიურ ორგანიზაციათა დარეგისტრირებისა და დარეგისტრირებამდე არსებული პროცედურების შესახებ.

ოლივერ ჰენჰაპელმა აღნიშნა, რომ ავტრიის რესპუბლიკასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის დადებულია კონკორდატი. ამასთან, 5 განსაკუთრებული კანონია მიღებული 5 რელიგიურ ორგანიზაციასთან: ევანგელურ, მართმადიდებლურ და აღმოსავლურ ქრისტიანულ ეკლესიებთან, იუდეურ თემთან მიმართებით და არსებობს სპეციალური კანონი ისლამის შესახებ. ყველა სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან ურთიერთობა რეგულირდება ერთიანი კანონით. დღევანდელი მონაცემებით, ავსტრიაში 16 აღიარებული რელიგიური ორგანიზაციაა.

შეხვედრის დასასრულს, ავსტრიულმა მხარემ მოიწონა ქართველი კოლეგების მიერ განხორციელებული აქტივობები და გამოთქვა მჭიდრო თნამშრომლობის სურვილი და ინტერესი, უფრო ახლოს გაეცნოს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. დაადასტურა მზადყოფნა, დაეხმარონ ქართულ მხარეს საექსპერტო დონეზე საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს