აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ადამიანებზეა ორიენტირებული

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ადამიანებზეა ორიენტირებული. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად ბიუჯეტი 13 მილიარდი ლარით განისაზღვრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრას.

მისივე თქმით, ბიუჯეტის თანხების დიდი ნაწილი იხარჯება განათლებაზე, სოციალურ საჭიროებებზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. მათ შორის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული 20 ლარით, რაც საკმარისი არ არის. „ასევე პენსიების ინდექსაციის კანონი შემოვა და განისაზღვრება, როგორ გაიზარდოს შემდგომ პენსიები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არც ერთი ბავშვი აღარ გვყავდეს სიღარიბეში და სიღარიბე, როგორც მოვლენა, საბოლოოდ აღმოიფხვრას“, –განაცხადა აკაკი ზოიძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს