არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების საკითხზე გუნდში კონსენსუსი არ არსებობს და ამ მოცემულობით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ადმინისტრაციული ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებას ითვალისწინებს, მმართველ გუნდში განსხვავებული პოზიციებია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, რადგან საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, „ამ მოცემულობით ცვლილებებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“.

„ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გუნდში არის განსხვავებული მოსაზრებები. მსჯელობას და ყველა მნიშვნელოვანი არგუმენტის შეფასებას უზრუნველვყობთ, სანამ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საჯარო მოხელე, რომელიც ემსახურება ქვეყანას და საზოგადოებას, უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

“ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხზე პროექტის ავტორს და ინიციატორს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გურამ მაჭარაშვილსაც ესაუბრა. შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის უკან გაწვევა მოხდეს, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, რაზეც შეჯერება მოხდება.

“პრინციპი იმისა, რომ ყველას უფლება - იქნება პროფესიული საჯარო მოხელე თუ ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, ეს პრინციპი იყო, არის და იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა საშტატო განრიგი კაბინეტური სისტემით უნდა მოაწყოს, ამ პრინციპით მოხდა ინიცირებული პროექტის მომზადება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ერთეულების შემცირებაც ამ პრინციპით მოხდა, რადგან ახალი პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუცია თვისობრივად სხვა ფუნქციის მატარებელი გახდა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს