საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მონაწილეებს მოუწოდებს,  15 დეკემბერს აქცია არ გამართონ

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ბენჟამენ გრივო „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მონაწილეებს მოუწოდებს გონიერება გამოიჩინონ და შაბათს, 15 დეკემბერს საპროტესტო აქცია არ გამართონ.

„რისხვა გამოხატული იყო, ჩვენ ეს გავიგეთ და მოვისმინეთ. გთხოვთ გონიერება გამოიჩინოთ შაბათს და მანიფესტაცია არ გამართოთ“, - ამის შესახებ ბენჟამენ გრივომ ტელეარხ Cnews-ის ეთერში განაცხადა.

ამავდროულად საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება შაბათს მანიფესტაციის აკრძალვის თაობაზე.

„ამჟამად ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ახლა გონივრული არ არის მანიფესტაციაზე გამოსვლა. ბოლო კვირების განმავლობაში დიდი რაოდენობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული, ასევე განხორციელდა სტრასბურგში თავდასხმა“, - აღნიშნა გრივომ.

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს. აქცია ყოველ შაბათს ტარდება, რომლის დროსაც რამდენიმეჯერ მოხდა შეტაკება პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთის მთავრობა "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობას მოუწოდებს ამ უქმეებზე აქცია არ გამართონ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს