სალომე ზურაბიშვილი - ჩემი და დარწმუნებული ვარ თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს

საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე. ჩემი და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე. ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ერთ-ერთ რეგიონში და ეს ჩემი არჩევანია. თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფო გულისხმობს რეგიონებისა და დედაქალაქის თანაბარ განვითარებას. საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე. ჩვენ შეგვიძლია ეს ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ევროპული მაგალითი შევაჯეროთ. საქართველოს რეგიონებში არის ძალიან დიდი პოტენციალი. ამიტომ, ჩვენ მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობები წინსვლისთვის და გავუხსნათ ახალი პერსპექტივები. ჩემი, და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, მუდმივი ურთიერთობა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან. ისევე როგორც დღეს ვარ აქ, თელაველებთან, მე ჩავალ ყველა რეგიონში და ვიქნები ჩემს ხალხთან“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს