სალომე ზურაბიშვილი -  მზად ვარ, გვერდით დავუდგე ახალგაზრდებს, ერთად მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების განხორციელებას

„მთელი ჩემი ძალებით მზად ვარ, გვერდით დავუდგე ახალგაზრდებს, ერთად მოვიზიდოთ ინვესტიციებიდა ხელი შევუწყოთ ახალი იდეების განხორციელებას,“ - ამის შესახებ ახალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა სოლიდარობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია თაობათა შორის სოლიდარობა.

„საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესო ეკონომიკური პროექტების განხორციელების შანსებს იძლევა. ჩვენ უნდა გავხდეთ ამ რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერა და ამით გავზარდოთ ქვეყნის მიმზიდველობა. ამისათვის გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ინიციატივა და ინოვაცია. ეს არის ახალგაზრდების დანიშნულება და მოვალეობა ქვეყნის წინაშე და წარმოადგენს რეალურ პერსპექტივას მომავალი თაობისთვის. მთელი ჩემი ძალებით მზად ვარ, გვერდით დავუდგე მათ, ერთად მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების განხორციელებას.

ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა, - პირველ რიგში, თაობათა შორის სოლიდარობა, რაც ისტორიულად გვახასიათებდა. ეს არ უნდა დაიკარგოს. ასევე, სოციალურ სოლიდარობაზე დგას ძლიერი სახელმწიფო. იქ, სადაც არის თანაგრძნობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა, არის სტაბილურობა და იხსნება ყველა გზა წინსვლისკენ. სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ გვახსოვს და გვერდით ვუდგავართ ყველას, ვისაც თანადგომა სჭირდება: სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს