თეიმურაზ გორჯესტანი -  დღეს დაგითმეთ დედა - დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი

როგორც სპორტის სასახლეში გამოსვლისას ვთქვი, დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე, - ამის შესახებ ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას ყველზე მნიშვნელოვანი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება, მათ შორის, იმ ადამიანებისაც, ვინც მას ხმა არ მისცა.

„ამ მომენტში, მართალი გითხრათ, ჩემ ბებიაზე და ბაბუაზე ვფიქრობდი ყველაზე უფრო მეტს. ამ მომენტში მგონია, რომ ყველა ერთად ვფიქრობთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და ალბათ, ჩვენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის მთავარია, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

ყველზე მნიშვნელოვანი დღეს იყო, რომ ქალბატონი სალომე, ქალბატონი პრეზიდენტი იქნება ყველა ქართველის პრეზიდენტი, იმ ქართველების, ვინც მისცა ხმა და იმ ქართველების, ვინც არ მისცა ხმა. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური, ევროპული ნაბიჯი, რომ საქართველო გამთლიანდეს და განვითარდეს, როგორც თანამედროვე, ევროპული, დამშვიდებული, თავისუფალი ქვეყანა“, - განაცხადა გორჯესტანმა.

ის გამოეხმაურა საპროტესტო მონაწილეების განცხადებას, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის. გორჯესტანის განმარტებით, ზურაბიშვილი წლების შემდეგ არამხოლოდ ოჯახისთვის იქნება საამაყო, არამედ ქვეყნის ისტორიისთვის.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, ის იქნება ყველა ქართველის პრეზიდენტი, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო ამ ინაუგურაციისთვის, ეს მოხდა თელავში, სადაც არ მიიღო უმრავლესობამ. ეს იყო ძალიან ძლიერი სიმბოლო ამ ქვეყნის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რაც წლები გავა, იქნება კიდევ უფრო ძლიერი პრეზიდენი და იქნება არამარტო ოჯახის სიამაყე, არამარტო მხარდამჭერის სიამაყე, არამედ მთელი საქართველოსი და მთელი საქართველოს ისტორიის სიამაყე“, - განაცხადა გორჯესტანმა.

იხილეთ ვიდეო: "დღეს დაგითმეთ დედა" - სალომე ზურაბიშვილის ვაჟის პირველი კომენტარი ინაუგურაციის შემდეგ

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია