ჟან კრისტოფ ბელიარი - დღეს ჩემი აქ ყოფნით, მინდა გამოვხატო საქართველოს მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა და პატივისცემა

საქართველო-ევროკავშირს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო კავშირი; დღეს ჩემი აქ ყოფნით, მინდა გამოვხატო საქართველოს მიმართ სოლიდარობა და პატივისცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრების მიზნით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჟან კრისტოფ ბელიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის მოხარულია და ამაყობს საქართველოში ყოფნით.

„მოხარული ვარ და ვამაყობ საქართველოში ყოფნით. ასევე მინდა აღვნიშნო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სიახლოვე და სოლიდარობა“,- განაცხადა ბელიარმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბელიარმა ასევე ისაუბრა ბრიუსელში 21 ნოემბერს საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრაზე. ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა გასულ წელს საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედებას, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მიღწევას.

უწყების ინფორმაციით, ჟან კრისტოფ ბელიარმა ასევე ყურადღება გაამახვილა აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებზე.

“საქართველო გახლავთ ამ ძალიან რთული არეალის მეზობელი. დღეს ჩემი აქ ყოფნით, მინდა გამოვხატო საქართველოს მიმართ სოლიდარობა და პატივისცემა“, - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელია ის, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტად ქალი იქნა არჩეული. აღსანიშნავია, რომ ჟან კრისტოფ ბელიარი ევროკავშირს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის დიალოგში.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართა. ღონისძებაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს