პროკურატურა - ზაზა ბაქრაძემ მოინანია დანაშაული, გარდა ამისა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე გათვალისწინებული იქნა დაზარალებულთა პოზიცია

„ზაზა ბაქრაძემ მოინანია დანაშაული, გარდა ამისა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე გათვალისწინებული იქნა დაზარალებულთა პოზიცია,“ - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

„ზაზა ბაქრაძემ მოინანია დანაშაული, გარდა ამისა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე გათვალისწინებული იქნა დაზარალებულთა პოზიცია და აქედან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ, ამნისტიის გამოყენებით 4 წლისა და 6 თვის ვადით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ასევე დამატებით დაეკისრა 5 000 ლარი ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ბრალდებულთა და მათი ოჯახის პოზიციას ბაქრაძესთან მიმართებაში, ეს იყო მათი სუბიექტური დამოკიდებულება.

მოსამართლემ, თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში, სრულად გაითვალისწინა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რასაც 5 წლის მანძილზე ვამტკიცებდით. თითოეულ ეპიზოდში სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო,“ - განაცხადა გიორგი ოსაძემ.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. უკვე მსჯავრდებული პირებიდან გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

უფრო კონკრეტულად: გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო