შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია თბილისში პროფკავშირების გამოწვევებზე და კომუნიკაციის საკითხებზე სპეციალურ კონფერენციას მართავს

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია თბილისში პროფკავშირების გამოწვევებზე და კომუნიკაციის საკითხებზე სპეციალურ კონფერენციას მართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ორ ნაწილად იყოფა და პირველი ფაზა საქართველოს პროფკავშირების ლიდერებისთვის უახლესი საკომუნიკაციო ტენდენციების გაცნობას, მათ წინაშე არსებული გამოწვევების წარმოჩენას და დისკუსიების გამართვას ისახავს მიზნად, ხოლო მეორე ფაზა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 10 ქვეყნის პროფკავშირების წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდას, დაგროვილი გამოცდილებების გაზიარებას, პრობლემების წარმოჩენას და სოციალური და შრომითი კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვას დაეთმობა.

მსჯელობის საკითხებს შორისაა პროფკავშირების მომავალი ევროპაში, არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები და საერთო ამოცანები. განხილვის თემებია არაფორმალურ და ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებულთა ბედი, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, სამმხრივი დიალოგი, კოლექტიური მოლაპარაკებები და ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება.

პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრას უძღვებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს წარმომადგენელი გოჩა ალექსანდრია, კომუნიკაციის და საზოგადოებრივი ინფორმაციის ოფიცერი მამადუ სუარე. პრაქტიკულ ტრენინგს ატარებენ პროფკავშირის კომუნიკაციის ექსპერტები ვასილე სიოარიჩი და შსო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი ოლგა ბოგდანოვა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელმაც აქცენტი გააკეთა მსოფლიოს წამყვან განვითარებულ ქვეყნებში პროფკავშირების როლზე, აგრეთვე მისი მნიშვნელობის წარმოჩენაზე. შსო-ს მშრომელთა აქტივობების ბიუროს ევროპის და ცენრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგიულს გლოვაცკასმა რეგიონში შრომით სფეროში არსებული ვითარების მიმოხილვა გააკეთა.

კონფერენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოს პროფკავშირებთან თანამშრომლობით იმართება. იგი თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას