რომან გოცირიძე -  საქართველოში სასამართლო ფეხქვეშ არის გათელილი

„საქართველოში სასამართლო ფეხქვეშ არის გათელილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენას. გოცირიძის თქმით, დასახელებული 10-კაციანი შემადგენლობა ის ძველი კლანია, რომელიც ძალადობის დაკანონებით გამოირჩეოდა.

გოცირიძე ასევე გამოეხმაურა ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას დანიშვნის საკითხს. მისი თქმით, თამარ ჟვანიას დიდი წვლილი მიუძღვის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებაში. გოცირიძის შეფასებით, ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი ნაბიჯი იყო, რომლითაც მან ფეხი წუმპეში ჩადგა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომმა პირველმა დანიშვნებმა დაგვანახა, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება. დღეს დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის არჩევნების არადემოკრატიულად და უსამართლოდ ჩატარებაში. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ნაბიჯი და პირველივე ნაბიჯით, სამწუხაროდ ფეხი ჩადგა წუმპეში.

ახლა უკვე მეორე სიურპრიზი შემოგვთავაზეს: იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები 10 კაცის შემადგენლობით. ეს შემადგენლობა, ფაქტობრივად არის ის ძველი კლანი, რომელიც დღემდე მართავდა სასამართლო სისტემას და რომელიც გამოირჩეოდა ძალადობის დაკანონებით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული. საქართველოში სასამართლო ფეხქვეშ არის გათელილი და ის არ ემორჩილება კანონებს, ის ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას. იმაშიც არ მეპარება ეჭვი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ დიდი სიამოვნებით დაამტკიცებს იმ ადამიანებს სასამართლოში, რომლებმაც არაერთი უკანონო საქმე დაგვანახეს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ