დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვს, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული, ყოველ ერთ საათში კვლევები უტარდება

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება, გაუმჯობესებულია და სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკიდან აცნობეს, 4 წლისა და 6 თვის გოგონამ, რომელიც მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს, ბევრი სისხლი დაკარგა და ოპერაციისა და ნარკოზის შემდეგ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა ბავშვის ცნობიერება აღდგენილია და ის უკვე კონტაქტურია. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მას მონიტორინგი - ყოველ ერთ საათში კვლევები უტარდება.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ ვიდეო: "ყოველ საათში კვლევები უტარდება" - უახლოესი ინფორმაცია აფეთქებისას დაშავებულ ბავშვზე, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვს, რომელიც  კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული, ყოველ ერთ საათში კვლევები უტარდება

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება, გაუმჯობესებულია და სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკიდან აცნობეს, 4 წლისა და 6 თვის გოგონამ, რომელიც მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს, ბევრი სისხლი დაკარგა და ოპერაციისა და ნარკოზის შემდეგ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა ბავშვის ცნობიერება აღდგენილია და ის უკვე კონტაქტურია. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მას მონიტორინგი - ყოველ ერთ საათში კვლევები უტარდება.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ ვიდეო: "ყოველ საათში კვლევები უტარდება" - უახლოესი ინფორმაცია აფეთქებისას დაშავებულ ბავშვზე, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა