თბილისში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი WFTGA Convention 2019 მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს გიდების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი WFTGA Convention 2019 მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, მე-18 საერთაშორისო კონგრესი 5 დღე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან 300 ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელია ჩამოსული.

კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან მამაცაშვილმა.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს. გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია საერთაშორისო კონგრესს ორ წელიწადში ერთხელ მართავს.

ღონისძიების ფარგლებში, კონგრესის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს რეგიონებს ეწვევიან და ქართულ კულტურასა თუ ტრადიციებს გაეცნობიან.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს