ელჩის განცხადებით, გერმანია და საფრანგეთი ხელს აწერენ შეთანხმებას, რომლის თანახმად, მესამე მხრიდან მომდინარე აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, გერმანია და საფრანგეთი დღეს ხელს აწერენ შეთანხმებას, რომლის თანახმად, მესამე მხრიდან მომდინარე აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან. ამის შესახებ ელჩმა ფრანგულ-გერმანული დღის აღნიშვნის ფარგლებში, ფრანგულ სკოლაში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც პასკალ მენიემ აღნიშნა, ეს ევროპის სასიკეთოდ კეთდება.

„დღეს არის ფრანგულ-გერმანული დღე, რომელიც 1963 წელს „ელისეის ხელშეკრულების” ხელმოწერის იუბილეს აღნიშნავს. დღეს, აგრეთვე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის ფედერაციის კანცლერი ანგელა მერკელი ხელს მოაწერენ “აახენის ხელშეკრულებას”. “ელისეის ხელშეკრულება” იყო გერმანია-საფრანგეთის შერიგებისთვის გაფორმებული, ხოლო მეორე ხელშეკრულება სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გასამყარებლად იდება: ეკონომიკა, კულტურა, განათლება და მათ შორის თავდაცვის სფერო, რომელშიც გერმანია და საფრანგეთი ხელს აწერენ შეთანხმებას, რომ მესამე მხრიდან მომდინარე აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან. ეს შეთანხმება იდება ევროპის სასიკეთოდ და იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ამჟამად ევროკავშირი დგას და ეს იქნება იმპულსი ევროპის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის”,- აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა