“ადამიანის უფლებათა ცენტრი” გენერალურ პროკურატურას მიმართავს

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართავს გენერალურ პროკურატურას, დროულად გადასცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც გამოკვეთილია ახალი გარემოებები უვადო მსჯავრდებულის თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძის მსჯავრთან დაკავშირებით.

“თეიმურაზ შარაშენიძეს 2009 წელს ბრალი დასდეს ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობაში და მიუსაჯეს უვადო პატიმრობა. იგი სასჯელს იხდის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიმართვის საფუძველზე, 2013 წლიდან პროკურატურამ დაიწყო საქმეზე ახალი გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებს საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობას. კერძოდ, მოწმეებმა აჩვენეს, რომ 2009 წელს ბრალდების მხარე მოწმეებზე ახორციელებდა ზეწოლას და უკანონო გზით ცდილობდა, მიეღო თეიმურაზ შარაშენიძის წინააღმდეგ ჩვენებები. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდა, რომ მოკლულის სხეულში აღმოჩენილი ტყვიები შეუძლებელია გასროლილი ყოფილიყო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რაც თავის დროზე საფუძვლად დაედო თეიმურაზ შარაშენიძის გამამტყუნებელ განაჩენს.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებისა და გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების მიუხედავად, პროკურატურას დღემდე არ მიუმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის.

2018 წლის ნოემბრიდან თეიმურაზ შარაშენიძემ პროკურატურის მიერ საქმის სასამართლოსთვის გადაცემის გაჭიანურების გამო მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას - მშრალ შიმშილობას, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გასათვალისწინებელია, რომ საპატიმროში ყოფნის პერიოდში თეიმურაზ შარაშენიძე დაავადდა მძიმე დაავადებით, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. შარაშენიძემ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თხოვნით და იმედით, რომ სამართლებრივი გზით გადაწყდება მისი საქმის ბედი.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, უზრუნველყოს თეიმურაზ შარაშენიძის საქმის დროული გადაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის, რათა დადგინდეს არის თუ არა საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ობიექტური და სამართლიანი”, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა