ვლადიმერ პუტინი - ამერიკის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ, ხელს შეუწყობს ვითარების სტაბილიზებას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუკი სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი რეალიზებული იქნება, ეს იქ ვითარების სტაბილიზებას შეუწყობს ხელს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კრემლის ლიდერმა ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტთან რეჯებ თაიფ ერდოღანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პუტინის განცხადებით, ამერიკელები სირიაში უკანონოდ არიან, რადგან ისინი არც დამასკოს მოუწვევია, არც გაეროს გადაწყვეტილებით იმყოფებიან. „დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმასაც, თუ რა გავლენას მოახდენს სირიაში ვითარების შემდგომ განვითარებაზე ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება საკუთარი ქვეყნის ჯარის სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონიდან გაყვანის შესახებ. თუკი ასეთი გეგმები რეალურად განხორციელდება, ეს იქნება პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მდგომარეობის სტაბილიზებას სირიის სახელმწიფოს ამ არამშვიდ რაიონში, რომელიც ამჟამად ქურთული ფორმირებების კონტროლშია“, - განაცხადა პუტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო