ირაკლი ნადირაძე - როდესაც ქალაქში გვაქვს ამდენი პრობლემა, რატომ არ გაიზარდა არც ერთი თეთრით ჯანდაცვის დაფინანსება, ეკონომიკის ხელშეწყობის დაფინანსება, თუ ბიუჯეტში ნაშთი არსებობს?!

როდესაც ქალაქში გვაქვს ამდენი პრობლემა სხვადასხვა მიმართულებით, რატომ არ გაიზარდა არც ერთი თეთრით გამწვანების დაფინანსება, ჯანდაცვის დაფინანსება, ეკონომიკის ხელშეწყობის დაფინანსება, თუ ბიუჯეტში ნაშთი არსებობს?! - ამ შეკითხვით თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მიმართა.

"როგორც ჩანს, დასასვენებლად იყვნენ მერიაში წასულები - ზოგი გუდაურში, ზოგი ბაკურიანში და ზოგი შვეიცარიაში და უბრალოდ დაგეზარათ, რომ ეს რესურსის ნაშთი და 72 მილიონი ლარი არ არის პატარა თანხა, რაციონალურად რომ გადაგენაწილებინათ იმ საჭიროებებისთვის, რომელიც ქალაქში გვაქვს. როდესაც ქალაქში გაქვს ამდენი პრობლემა სხვადასხვა მიმართულებით, რატომ არ გაიზარდა არც ერთი თეთრით გამწვანების დაფინანსება, ჯანდაცვის დაფინანსება, ეკონომიკის ხელშეწყობის დაფინანსება და ასე შემდეგ?! წლიდან წლამდე ჩვენ სწორედ უსახსრობის გამო უამრავ ადამიანს ვეუბნებით უარს თუნდაც 50-ლარიან დაფინანსებაზე, ეს ხომ არ იყო რაღაც მიზნობრივი ტრანსფერი, რომელსაც ვერ შეეხებოდი და ვერ გადაამისამართებდი? ეს იყო ნაშთი, რომლის გადანაწილება თქვენ შეგეძლოთ. რა იყო ამის მიზეზი? ახალი წლების გამო თუ ისვენებდით და ამიტომ არ მოხმარდა არც ერთი თეთრი თუნდაც ჯანდაცვას ან სოციალურ საკითხებს?", - განაცხადა ნადირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო