თამარ ტალიაშვილი - თბილისის საბავშო ბაღების კვებას 4 სხვადასხვა სამსახური მკაცრად აკონტროლებს

თბილისის საბავშო ბაღების კვებას 4 სხვადასხვა სამსახური მკაცრად აკონტროლებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღების კვებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბაგა-ბაღებში კვების და ჰიგიენის მიმართულებით პოზიტიური ცვლილებებია და ამას გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევები ადასტურებს.

„ამ საკითხზე ჩემი განცხადების ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ არა ჩვენი ოპონენტების სუბიექტური არასწორი ხედვების გაჟღერება. ჩვენი ბაღების აღსაზრდელების კვებას წლის განმავლობაში 4 სხვადასხვა სამსახური ამოწმებს, ესენია: თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, სურსათის ეროვნული სააგენტო, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შემოწმება-კონტროლი ყოველდღიურად მიმდინარეობს. გასულ წელს, მათ შორის დეკემბერშიც, რაზეც საუბრობენ ოპონენტები, არცერთ შემთხვევაში, დარღვევა არ აღმოჩენილა ვარგისიანობისა და უვნებლობის კუთხით.

„დეკემბრის ამ შემოწმებამ აღმოაჩინა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული რძის ფხვნილის შემცველობის, ცხიმიანობის 0,2%-დან 1-%-მდე ცდომილება. ეს ერთჯერადი მცირედი აცდენაც კი სატენდერო პირობებიდან გავხადეთ მიმწოდებლის დაჯარიმების საფუძველი. მინდა საზოგადოებას და ჩვენი 61 500 აღსაზრდელის ოჯახს ვუთხრა, რომ ასეთი მკაცრი კონტროლი და მიდგომა განპირობებულია იმით, რომ ჩვენი აღსაზრდელების ჯანსაღი ზრდა-განვითარება არის ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს ყველა სხვა ტიპის საჭირო შემოწმებას, კონტროლსა და მონიტორინგს.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა