განათლების სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს განახორციელებს

სამეგრელოს რეგიონში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერათად, 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტი მოიცავს როგორც სამშენებლო, ისე გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტების ნაწილი პროცესშია, ნაწილი უახლოეს პერიოდში დაიწყება. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, აბაშის, ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებში დაათვალიერა.

ნათია ზედგინიძე სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრსაც ეწვია და რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა