სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სისტემის 10 წლამდე გაზრდა იგეგმება

სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სისტემის 10 წლამდე გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან და შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება სამომავლოდ იგეგმება.

ირინა აბულაძის თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, სკოლის მიტოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მე-10 კლასშია.

„ახალი ცვლილება, რომელსაც ახლა გთავაზობთ, არის სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სწავლებიდან 10 წლამდე გაზრდა. ძალიან ბევრი ქვეყანა აკეთებს ამას. ჩვენს ქვეყანაში სავალდებული საბაზო განათლება ახლა 9 წელია, თუმცა მოსწავლეები რომ 9 წელს ამთავრებენ, არანაირი მზაობა არ გააჩნიათ, გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიულ პროგრამაზე გავიდნენ თუ არა, ან სწავლა გააგრძელონ. მერე მე-10 კლასში იგებენ, რომ რაღაც გამოცდები მოდის, თუ მომზადების თავი არ აქვთ, სკოლიდან გადიან, ან მე-11 კლასში იჭრებიან, ან რაღაცნაირად მე-12 კლასში გადადიან და იქ იჭრებიან. შედეგად ის გვაქვს, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის საერთო ციფრიდან მილიონამდე ეკონომიკურად პროდუქტიული ადამიანი დაუსაქმებელია”,- აღნიშნა მან.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს