სოფო კილაძე - ჩვენი რეფორმების ჯეროვანი იმპლემენტაციის პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობების როლი განუზომელია

კომიტეტის მიერ გატარებული რეფორმების ჯეროვანი იმპლემენტაციის პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობების როლი განუზომელია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ბეჟანიძესთან ერთად, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი მთავრობის და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დეპუტატებმა კომიტეტის მიერ გასულ წელს განხორციელებული სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.

სოფო კილაძემ თავის გამოსვლაში იმ სიკეთეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც კომიტეტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

„ორივე რეფორმით, რომლებიც ჩვენმა კომიტეტმა გასულ წელს განახორციელა, მნიშვნელოვანი როლი და ფუნქციებია დელეგირებული ადგილობრივ თვითმმართველობებზე. მჯერა, რომ ჩვენი რეფორმების ჯეროვანი იმპლემენტაციის პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობების როლი განუზომელი იქნება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რეგიონალურ შეხვედრებს კომიტეტი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით მართავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა